აქტუალური
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი საშუალებას მოგვცემს, რისკებისგან თავი დავიცვათ - გიორგი ქობულია

     საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი საშუალებას მოგვცემს, რისკებისგან თავი დავიცვათ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში თვე-თვენახევარის მარაგი იქნება, რათა მოსახლეობას გაზი უპრობლემოდ მიეწოდოს.

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი საშუალებას მოგვცემს, რისკებისგან თავი დავიცვათუეცრად შეგვიწყდეს გაზის მიწოდება. პროექტი კომერციულადაც მომგებიანია, რადგან დაბალი ტარიფის შემთხვევაში შეგვეძლება გაზის ყიდვა და მისი მოხმარება მაშინ, როდესაც ტარიფი მაღალი იქნება“, – განაცხადა ქობულიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა.