საზოგადოება
„კინოს სახლში“ დღეს მაღალჩინოსნების სასახლეებისა და ფეშენებელური ვილების ფოტო-გამოფენა გაიმართება. ახალგაზრდული მოძრაობა „არას“ ლიდერის – ლევან ჩიტაძის განცხადებით, ექსპონატების დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლება. „საქართველოს პრეზიდენტმა 11 თებერვალს პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არაკორუმპირებულები არიან“.
ეს სიმართლე არ არის. საქართველოს ძალიან მდიდარი მაღალჩინოსნები ჰყავს და დღეს ამაში ყველა დარწმუნდება. თუ პრეზიდენტს სურს, თავადაც შეუძლია ამაში დარწმუნდეს. მასაც შეუძლია იმ ფოტოების დათვალიერება, რომლებიც ჩვენ თბილისსა და მის შემოგარენში გადავიღეთ," – აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.