საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს 20,6%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1,4%-ით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.
ამასთან, 2017 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34,9% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2017 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 58,7% შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ასახავს სტრუქტურული დიაგრამა, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება - 24,6 პროცენტით, მეორეზეა ნიდერლანდები 18,9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 15,2 პროცენტით.