საზოგადოება
ეროვნული ბანკის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10 პროცენტით გაუფასურდება

     საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. დოკუმენტში ლაპარაკია ლარი-დოლარის ნომინალურ გაცვლით კურსზეც.

ანგარიშის მიხედვით, უარყოფითი საგარეო ფაქტორების შემთხვევაში, მიმდინარე დონესთან შედარებით, ლარი 2018 წლის მეორე ნახევარში 10 პროცენტით გაუფასურდება, 2019 წელს - 15 პროცენტით, 2020 წელს - ისევ 10 პროცენტით, 2021 წელს კი 5 პროცენტით გამყარდება.

ოპტიმისტური სცენარის შემთვევაში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2018 წლის მეორე ნახევარში უცვლელი იქნება, 2019 წელს 3 პროცენტით გამყარდება, 2020-2021 წლებში კი 2-2 პროცენტით გაუმჯობესდება.

საბაზო სცენარის მიხედვით კი ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2018-2021 წლებში უცვლელი იქნება.

დოკუმენტი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.