საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის ცესკო-ში პრეზიდენტობის 19 კანდიდატია წარდგენილი.
შვიდი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. ესენი არიან: კახაბერ ჭიჭინაძე, გია ჩხიკვაძე, კობა ჯულაყიძე, გიორგი გახოკია, სალომე ზურაბიშვილი, ნიკოლოზ ლეკიშვილი და დავით ამაშუკელი.
12 კანდიდატი კი არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების სახელით გეგმავს. მათ შორის მიხეილ სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“, ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, ვახტანგ გაბუნია – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ლევან ჩხეიძე – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ზვიად იაშვილი – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, დავით უსუფაშვილი – „თავისუფალი დემოკრატები“, კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“, გელა ხუციშვილი – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და ზვიად მეხატიშვილი – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.