სამართალი
ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელია

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატების განცხადებით, ფსიქიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოკითხვა-გასაუბრებით დგინდება, რომ კობაური ჯანმრთელი და გაწონასწორებულია.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ექსპერტებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრება დაასრულეს და პირად საუბარში აცხადებენ, რომ კობაური ჯანმრთელია. რაც შეეხება წერილობით დასკვნას, ადვოკატები მას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან.

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მალხაზ კობაური უდანაშაულოა და ამას ექსპერტების დასკვნაც ამყარებს. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.