ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8 პროცენტამდე ზრდის
როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ინფლაციაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ შენარჩუნებული 7,5 პროცენტიდან 8 პროცენტამდე გაზარდა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 16 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ ინფლაციის დონე, რომელმაც იანვარში 12,3 პროცენტი შეადგინა, აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს.