სამართალი
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. სამართალდამცველებმა სვანეთში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი დააკავეს, რომელსაც წლების განმავლობაში შვილები სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაკავებული, რაც იძულებას გულისხმობს.
მიმდინარე წლის დასაწყისში მედიით ცნობილი გახდა, რომ მამას სვანეთში რვა შვილი წლები სახლში გამოკეტილი ჰყავდა. შვილების ასაკი 7-დან 21 წლამდეა. ბავშვებს სკოლასა და ბაღში არ უვლიათ.