პოლიტიკა
ალექსანდრე ებრალიძე: მიხეილ სააკაშვილს გამანადგურებელ დარტყმას მივაყენებ უახლოეს არჩევნებზე

saakashvსაქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები მასთან ბრძოლას არჩევნებზე აპირებენ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას კონფედერაციის გზით ვარაუდობენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე მზადაა, საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაამარცხოს. "თუკი მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიული ბრძოლის მომხრე, მე ჩემს მომხრეებთან ერთად მას გამანადგურებელ დარტყმას მივაყენებ უახლოეს არჩევნებზე", - განაცხადა ებრალიძემ რუსული სააგენტო "ინტერფაქსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მას უკვე უქმნის წინააღმდეგობებს იმით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ეუბნება, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევს. "საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ჩვენი ეშინია, სხვა საფუძველს იმისა, რომ მე საქართველოს მოქალაქეობა არ მომცენ, ვერ ვხედავ", - განაცხადა ებრალიძემ. მისივე თქმით, ორგანიზაციაში უკვე გაჩნდა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც "დემოკრატიულ კონტროლზე აიყვანს ყველა არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ჩატარდება".