აქტუალური
ეკონომისტები ინფლაციის დაძლევის გზებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად სახელმწიფო ხარჯების შემცირებაში ხედავენ.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის ზოგიერთი სახეობის ფასების ზრდით საქართველოში გამოწვეულ გაძვირებას, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტს – გია ჯანდიერს მიაჩნია, რომ მისი კომპენსირება შესაძლებელია არა ვაუჩერების ან სოფლის მეურნეობის სუბსიდირებით, არამედ გადასახადების შემცირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი 12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადით იბეგრება.