უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური თემები ტელეფონით განიხილეს

     საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო განხილვის მთავარი თემა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრისას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური თემები ტელეფონით განიხილეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს ისეთ სფეროებში მიღწეულ პროგრესზე, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა ყურადღება გაამახვილეს სირიაში შექმნილ ვითარებაზე ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკების მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-თან თურქეთისა და რუსეთის გართულებული ურთიერთობების ფონზე, ორივე ქვეყნის ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

1tv.ge