პოლიტიკა
საქინფორმი: პრემიერმა ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთში არსებულ ახალ სიტუაციას შეეგუოს (ვიდეო)

     საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, შეეგუოს სომხეთში არსებულ ახალ პოლიტიკურ სიტუაციას.

ქვეყანაში ახლა განსხვავებული სიტუაციაა და ჩვენ ყველანი, ასევე რუსი პარტნიორები, უნდა მოვერგოთ ამ სიტუაციას”,განაცხადა ჟურნალისტებთან ნიკოლ ფაშინიანმა. ეს კომენტარი მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ამასწინანდელი მკაცრი განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

სერგეი ლავროვის გაღიზიანება სომხეთში მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტმა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სომხეთში მოვლენები ახალი ხელისუფლების განცხადებების საპირისპიროდ ვითარდება.

რუსეთსა და სომხეთს შორის მზარდი დაძაბულობისა და მისი მიზეზების შესახებ, აგრეთვე, წაიკითხეთ აქ, საქინფორმის მთავარი რედაქტორის დღევანდელ პუბლიკაციაში.