საზოგადოება
„როსპოტრებნადზორი" საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით დაინტერესდა

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. „როსპოტრებნადზორმა" (რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახური) საქართველოში დადგენილი წესით მოითხოვა ინფორმაცია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

როსპოტრებნადზორმა" ინფორმაცია მას შემდეგ გამოითხოვა, რაც სან-პეტერბურგელი ბავშვები საქართველოდან სამშობლოში დროზე ადრე ნაწლავური ჩხირით დაბრუნდნენ.

მოსწავლეები სანკტ-პეტერბურგიდან საქართველოში 10 ივლისს ჩამოვიდნენ. ისინი მესტიაში ისვენებდნენ. პირველ ორ დღეს გადაუღებლად წვიმდა. როგორც „როსპოტრებნადზორში" აღნიშნავენ, წვიმამ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები შექმნა, რაც შესაძლოა, მოწამვლის მიზეზი გამხდარიყო.

ეპიდემიოლოგიური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები დაავადნენ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით, რომელიც ნაწლავის მწვავე ინფექციის გართულებას წარმოადგენს და დაკავშირებულია პათოგენური ბაქტერიების ჯგუფთანენტეროჰემორაგიულ ნაწლავის ჩხირთან.

უწყება რუსეთის მოქალაქეებს სთხოვს, საქართველოში წასვლის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაითვალისწინონ.

უფრო ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განაცხადეს მესტიასა და დედოფლისწყაროში ნაწლავური ინფექციის მასობრივი გავრცელების შესახებ.

ამჟამად ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არის.