საზოგადოება
სატვირთოების საცობი: საქართველოს სამხედრო გზაზე დიდი რიგი დგას

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სამხედრო გზაზე, ყაზბეგი — ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სატვირთო ავტომობილებისგან რამდენიმეკილომეტრიანი საცობი შეიქმნა.

საქართველოს შსს სიტუაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველოს მხრიდან შეფერხების გარეშე მუშაობს. უწყების მონაცემებით, პრობლემა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეიქმნა — რუსული მხარე ავტომობილების დიდ რაოდენობას ვერ უმკლავდება.