ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველომ ომი დაიწყო და არის აგრესორი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია! - მამუკა მდინარაძე
საზოგადოება
ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველომ ომი დაიწყო და არის აგრესორი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია! - მამუკა მდინარაძე

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველომ ომი დაიწყო და არის აგრესორი, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამ განცხადებით საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა - ემიჯნება თუ არა უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო?

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ფაქტი გადახედვას არ ექვემდებარება.

ამ კითხვაზე ორნაწილიან პასუხს გაგცემთ. პირველი – „ქართულ ოცნებასარ დაუფიქსირებია არცერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა და ძალიან გთხოვთ, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ. მეორენებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი დაიწყო, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს, რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, შესაძლებელია, გარკვეულ პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ოკუპანტმა ქვეყანამ და ეს ამბავი გადახედვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.