აქტუალური
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა დავით ცეცხლაძემ ზემო ლარსის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტი დაასახელა - აზერბაიჯანზე გამავალი რკინიგზა

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. დავით ცეცხლაძემ Sputnik-თან ინტერვიუში ახალ პროექტზე ილაპარაკა, რომელიც ზემო ლარსზე სატრასპორტო ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ეს გახლავთ ალტერნატიული სატრანსპორტო გზა რუსეთსა და საქართველოს შორის - მეზობელ აზერბაიჯანზე გამავალი რკინიგზა.

საქართველოს სამხედრო გზა ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოს და რუსეთს აკავშირებს. ორი ქვეყნის საზღვარზე ხშირად სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგები წარმოიქმნება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ტურისტების ნაკადი იზრდება.

„რკინიგზა საუკეთესო ალტერნატივაა, ამას აჩვენებს ექსპერტთა აზრი და მთლიანად ბიზნეს მოდელი. ეს ბევრ ფაქტორზე აისახება: დროზე - მგზავრობას აზერბაიჯანი-საქართველო-რუსეთი სამი დღე დასჭირდება, გადაზიდული პროდუქტების ხარისხზე, თავიდან აგვაცილებს ფორსმაჟორული სიტუაციების წარმოქმნას“, - განაცხადა ცეცხლაძემ. ფონდის დამფუძნებლის თქმით, თავდაპირველად ამ პროექტის განხორციელება ძალიან რთული ჩანდა. მაგრამ პრობლემის გადაჭრა აუცილებელია, ვინაიდან საქონელბრუნვა რუსეთსა და საქართველოს შორის გამუდმებით იზრდება და საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ დატვირთვას ვერ უმკლავდება.