პუბლიკაციები
საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძის ინიციატივით, გაიმართა საექსპერტო შეხვედრა – მრგვალი მაგიდა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, პირველ ყოვლისა, ენერგეტიკისა და ტრანზიტების სფეროში.
პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა თურქმენეთის ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ენერგეტიკულ და სატრანზიტო პოტენციალზე.
შეხვედრის მონაწილეების მიერ გამოითქვა სურვილი, რომ მრგვალი მაგიდების სერია საქართველო-ცენტრალური აზიის ურთიერთობების თემაზე მომავალშიც გაგრძელდეს და გაშუქდეს მასმედიაში.