პოლიტიკა
ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს ქმედებების ჩამონათვალი

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი.

1. საქართველო, რომელიც ნატოს წევრი ან წევრობის კანდიდატი კი არა, ასპირანტი ქვეყანაა, მიუხედავად ამისა, თავდაცვაზე ალიანსის წევრებისთვის დადგენილ ნორმაზე - თავისი მშპ-ს 2%-ზე მეტს (66 მლნ დოლარი) ხარჯავს, საიდანაც 20%-ზე მეტი შეიარაღებაზე მიდის;

2. საქართველო ნატოს არაწევრებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ყველა მისიაში, სადაც 33 სამხედრო მოსამსახურე მოუკლეს, დაახლოებით 300 კი - მძიმედ დაიჭრა (ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, წარსულში - ერაყი). დღეს ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი ალიანსის არაწევრი კონტრიბუტორებისთვის ყველაზე დიდია - 900 სამხედრო მოსამსახურე;

3. საქართველომ თავის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი (გერმანიაში ხოხენფელსის ბაზის ანალოგი) გახსნა;

4. საქართველო ნატოს ახალ პროექტში - შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების დოქტრინაში მონაწილეობს, თუმცა ფლოტი არ ჰყავს, სამაგიეროდ აქვს ბათუმისა და ფოთის პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჯერჯერობით შეჩერებული პროექტი;

5. საქართველო მისთვის მინიჭებულ არსებით პაკეტს კეთილსინდისიერად ასრულებს და ქართული არმია თავისი შეიარაღებითა და გაწვრთნით ნატოს სტანდარტებს შეესაბამება;

6. საქართველო მუდმივად ატარებს თავის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო სწავლებებს Agile Spirit და Noble Partner.

7. საქართველოში, თბილისის შემოგარენში დიდი ხანია, მოქმედებს პენტაგონის რ. ლუგარის სახელობის ამერიკული ბიოქიმიური ლაბორატორია განსაკუთრებით საშიში ვირუსების შტამების საცავით;

8. საქართველოს მიერ 100 მლნ დოლარად შეძენილი ულტრათანამედროვე ფრანგულ-ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა (რომელშიც ისრაელის, გერმანული და იტალიური კომპონენტებია) საქართველოს გარდა, რუსეთის მთელ სამხრეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ფარავს (მოქმედების რადიუსი - 470 კმ) სამხრეთ კავკასიაში ნატოს ჯარების მოსალოდნელი გაშლის დასაცავად. დაახლოებით ამავე საფასურად არის შეძენილი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები Javelin და მათი ჭურვები.