პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება

     საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. მმართველი პარტია ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დაასახელებს, თუმცა, დაეხმარება დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.