სამართალი
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

arrested11შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული, 1963 წელს დაბადებული ზურაბ სანაია, რომელსაც 2011 წლის 5 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში ნაჯახის მრავალჯერადი დარტყმით მეზობელ ნათელა კვარაცხელიას მოკვლა ედება ბრალად, ამ ფაქტის შემდეგ სანაია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გატარებული ოპრეტიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ სანაია რუსთავში დააკვეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.