საზოგადოება
ლეიბორისტები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

satibebiლეიბორისტული პარტია მიწის ნაკვეთებზე გადასახადის გაძვირებას აპროტესტებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე ირწმუნება, რომ თბილისში არსებულ სხვადასხვა დასახლებაზე მიკუთვნებულ სათიბებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე გადასახადების გასამმაგება თბილისის მერის – გიგი უგულავას დაკვეთით მოხდა.

ჯიბლაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა ვეღარ შეძლებს მიწის გაზრდილი გადასახადის გადახდას, რაც მათთვის ქონების ჩამორთმევასა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკუთრებაში გადასვლას გამოიწვევს.

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, სასწრაფოდ გაუქმდეს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 ჰა სათიბზე წლიური გადასახადი 6 ლარიდან 18 ლარამდე, საძოვარზე კი 3 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 ჰა კარგ მიწაზე გადასახადი წელიწადში 39 ლარიდან 82 ლარამდე, ხოლო მწირ მიწაზე – 21 ლარიდან 64 ლარამდე გაიზარდა.