აქტუალური
დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა! - მეუფე იაკობი

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ბოდბელი ეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა. მისივე თქმით, აღნიშნული პოზიცია პირადად პატრიარქისგან აქვს მოსმენილი. ალბათ, შემოდგომაზე შევიკრიბებით. კონკრეტულად მაგ საკითხზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ეგეც იქნება. ეკლესიას რომ გვჯეროდეს, უდანაშაულოა, აქამდე გამოვიყვანდით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკლესიის წარმომადგენლები განაჩენს ვერ გამოუტანენ, თუმცა დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. რაც შეეხება შეკითხვას, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საპატრიარქოს პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო თუ არა, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო: ჩვენ არ ვმალავდით. მე თავიდანვე გითხარით, რომ გვცოდნოდა, არ იყო დამნაშავე, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ციხიდან გამოიყვანდა. ეს ჩემი პირადი განცხადებაა. პატრიარქზე რაც ვიცი, გითხარით“, – დასძინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

შეკითხვაზე, რას ფიქრობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაზე, რომელიც მას ადანაშაულებს, მეუფე იაკობმა უპასუხა: მატუარა ადამიანია, რა უნდა ვთქვა. ტყუილია ზოგიერთები თუ არ მოისვენებენ, ვინც ვითომ იცავენ, თვითონაც შარში გაეხვევიან იმიტომ, რომ იტყუებიან. ვინც იცავს, ვინც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა მეუფემ.