საზოგადოება
საელჩოებთან მიტინგების ახალი ტალღა იწყება

ASS_saelcho21 თებერვალს, 09:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან პირველი მჯდომარე აქცია გაიმართება.

მოძრაობა "არა", სამოქალაქო მოძრაობების – "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი", "მამული, ენა, სარწმუნეობა" – აქტივისტები, უკანონო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით , დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებთან და საელჩოებთან მჯდომარე აქციებს იწყებენ.

მოძრაობა "არას" ლიდერის – ლევან ჩიტაძის ინფორმაციით, მჯდომარე აქციები დღეგამოშვებით საქართველოში არსებულ ყველა საელჩოსთან დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გაიმართება, ხოლო 14:00 საათზე ჟურნალისტებისთვის ბრიფინგები მოეწყობა.

"ჩვენი აქციების მიზანია, არსებულმა ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში 350 უკანონო პოლიტიკური პატიმარია. შარშან ხელისუფლება იძულებული გახდა, არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გაეთვალისწინებინა და 7 პატიმარი გაეთავისუფლებინა," – განაცხადა ლევან ჩიტაძემ.