უცხოეთი
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს - მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს წერილის და კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრის ნაშთების გადაგზავნის გამო მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ბატონო კიმ ჩენ ინ, რომ დაპირება შეასრულეთ და ომის დროს დაღუპული ჩვენი საამაყო ჯარისკაცების ნაშთები გამოგვიგზავნეთ. არ მიკვირს, რომ ასეთი კეთილი საქმე ჩაიდინეთ. ასევე დიდი მადლობა წერილისთვის – მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს ჩრდილოეთ კორეიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელი სამხედროების ცხედრის ნაშთები გადაასვენეს.

1tv.ge