საზოგადოება
გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

      საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? - გამოკითხულთა 4 პროცენტი პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 22 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. რვა პროცენტმა კი, დააფიქსირა პასუხიარ ვიცი“.

აღსანიშნავია, რომ კითხვის ამ ვერსიაში არ ყოფილა პასუხის ვარიანტი საქართველო საერთოდ არ იცვლება“. კითხვის იმ ვერსიაში კი, სადაც პასუხის აღნიშნული ვარიანტი მოცემულია, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – 2% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 17%ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 36%საერთოდ არ იცვლება, 23%ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17% - ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 4 პროცენტმა დააფიქსირა პასუხიარ ვიცი“. 1 პროცენტმა კი პასუხზე უარი განაცხადა. ეს შეკითხვა რესპონდენტთა ნახევარს დაესვა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველოს 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრორედისონშიგაიმართა.

კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI- კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,9 პროცენტი.