სამართალი
არჩევნების მე-2 ტურის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს - 26%, ხოლო გიორგი მარგველაშვილს 21% დაუჭერდა მხარს - NDI

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

NDI-ს კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შემთხვევაში, ქართული ოცნებისკანდიდატს დაახლოებით 32% მისცემდა ხმას, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 20%, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს20%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს – 11%, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს შალვა ნათელაშვილს კი – 18%.

ამასთან, მცირედით განსხვავებული სურათი იქმნება მე-2 ტურში გიორგი მარგველაშვილისა და ქართული ოცნების კანდიდატის დაპირისპირების შემთხვევაში. კვლევის მიხედვით, ასეთი არჩევანის პირობებში მოსახლეობის 26%ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 21% კი - არგველაშვილს.

გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ მოსახლეობის აზრით, ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა დააყენოს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.