პოლიტიკა
გამოკითხულთა 74%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში - NDI

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას, 74 პროცენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, 5 პროცენტმა არ იცის, ხოლო ერთმა პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.