პოლიტიკა
საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს აშშ-ის მისია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.
მისიის გვერდზე აღნიშნულია, რომ „მომდევნო კვირას სრულდება ათი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთაშორისო საზღვარი გადალახეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საზღვრის შეცვლას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ“: „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარი ომამდე არსებულ პოზიციებზე, რაზეც 2008 წელს შეთანხმება მოხდა“, – წერია ეუთო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.