პოლიტიკა
საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვება უკვე მოითხოვა. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოითხოვა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვება. საარჩევნო კოდექსში გვაქვს ასეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში, როცა კანდიდატად დარეგისტრირდება, ამ დროისთვის, მას უნდა ჰქონდეს მიმართვა იმ ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეც არის. აღნიშნული წესი მივიღეთ და საარჩევნო კოდექსში ეს წერია“, – განაცხადა ბესელიამ.

ამ დრომდე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. არ არის გამორიცხული, ქართულმა ოცნებამ მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.

სალომე ზურაბიშვილს საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება არ აქვს.