უცხოეთი
ანატოლი ბიბილოვი - ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა, - ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

დამასკოში ვიზიტის დროს ბიბილოვმა სირიის ლიდერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე დაპატიჟა.

„ჩვენი ხალხის სახელით ასადი ჩვენს რესპუბლიკაში დავპატიჟე და მან ეს მოწვევა მიიღო. ჩამოვა თუ არა ის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე, ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ბიბილოვმა.

თუმცა, მისივე თქმით, ასადმა საპასუხო ვიზიტის განხორციელების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა, ზუსტი თარიღი კი სირიაში არსებულ სიტუაციაზე და ასადის მჭიდრო სამუშაო განრიგზე იქნება დამოკიდებული.

„ასადი სამხრეთ ოსეთში აუცილებლად ჩამოვა. გამომშვიდობებისას მან თქვა: „სამხრეთ ოსეთში შეხვედრამდე!“ - განაცხადა ბიბილოვმა.

1tv.ge