საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ახალი ჯამეს მშენებლობა ჯერ არ იგეგმება

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ქალაქში ახალი ჯამეს მშენებლობა ჯერ არ იგეგმება. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მეჩეთის მშენებლობა საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. ისინი მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან ეს ტერიტორია საჯაროა და აქ მრავლადაა სხვა საეკლესიო ნაგებობები.