სამართალი
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.

პოლიტიკურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პარტია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ შაინიძემ ქართული ოცნების წევრები ცემაში დაადანაშაულა. საქმე ეხება სოფელ ზანავისა და გომაროს მიმდებარე ტერიტორიაზე შუამთობის დღესასწაულის შემდეგ სტადიონზე მომხდარ ინციდენტს. შაინიძე ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ სტადიონზე მმართველი პარტიის რამდენიმე ათეული წევრი ​ხელკეტებითა და ჯოხებით მივიდა და მას და მისი შვილის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდა. საპასუხოდ ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ განაცხადა, რომ ინციდენტთან „ქართული ოცნებას“ კავშირი არ აქვს.

ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.