პოლიტიკა
ჰილარი კლინტონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხებს

hillary-clintonდღეს, 19:00 საათზე, ამერიკის საელჩოშო ვიდეოკონფერენცია "სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა"დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ჰილარი კლინტონს შეკითხვები დაუსვან.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ვიდეოხიდის საშუალებით 20 ქვეყნის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმენს. საქართველოში ამერიკის საელჩოში მოწყობილ სტუდიაში კი, ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბება.

საელჩოში, ასევე, მიწვეული არიან ია ანთაძე, ლია მუხაშავრია და ალექსანდრე რონდელი.

 

ამერიკის საელჩოს ცნობით, თბილისში დასმული ყველა შეკითხვა გაიგზავნება ვაშინგტონში, მაგრამ უცნობია, უპასუხებს თუ არა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მათ.

ვიდეოკონფერენციას ამერიკის ელჩი მასპინძლობს.

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ, შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებლად დასვამს საკითხს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადების თაობზე, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო სისხლის სამართლის კოდექსი აქვს.