უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი BRICS-ის ალიანსში თურქეთის გაწევრიანებას ითხოვს

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი „ბრიქსის” ქვეყნებს მოუწოდებს, ორგანიზაციაში მისი ქვეყანაც მიიღონ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ისევე, როგორც BRICS- ის ბლოკში შემავალი ხუთი ქვეყანა, დიდი ოცეულის შემადგენლობაშიც იმყოფება.

თურქეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრები მის წინადადებას მიესალმებიან. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ამ ეტაპზე BRICS -ის გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ მომავალში ახალი წევრების მიღება გამორიცხული არ არის.

BRICS-ის ალიანსში ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არიან გაერთიანებული,

1tv.ge