აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად საქმიანობა სისხლის სამართლებრივი წესით 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
საზოგადოება
აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად საქმიანობა სისხლის სამართლებრივი წესით 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. „აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედება, რომელიც მიმართულია უცხო სახელმწიფოსთვის აფხაზეთის მთელი ტერიტორიის გადაცემაზე ან აფხაზეთის ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფაზე, უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით“, - ასეთი „კანონპროექტი“ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ აფხაზეთის პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს (დაწვრილებით წაიკითხეთ აქ).

„კანონპროექტის“ თანახმად (სრულად გასაცნობად ზემოთ მითითებულ ბმულზე გადადით), „უცხო სახელმწიფოსთან, უცხოურ ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენლებთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება სუვერენიტეტის შეზღუდვის მიზნით, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობას ზიანს აყენებს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით გარკვეული თანამდებობების დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით“. ხოლო „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოს შემცველი ცნობების „გადაცემა, შეგროვება, გატაცება ან შენახვა უცხო სახელმწიფოსთვის, უცხოური ორგანიზაციის ან მათი წარმომადგენლებისთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე უცხოური დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის გადაცემა ან შეგროვება აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო უსაფრთხოების საზიანოდ მათი გამოყენების მიზნით, თუკი ეს ქმედებები ჩადენილია უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით“.