საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროცესი ჯერ არ დაწყებულა - პერ ეკლუნდი
პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროცესი ჯერ არ დაწყებულა - პერ ეკლუნდი

     საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროცესი ჯერ არ დაწყებულა, – ამის შესახებ NDI-ს წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პერ ეკლუნდმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს და დაასახელოს თარიღი და უნდა გამოჩნდნენ კანდიდატები, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყოს.

მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ის არი, რომ წინასაარჩევნო პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცით არჩევნების თარიღი, არ ვიცით კანდიდატის ვინაობა. პირველი, რაც ვთქვით ჩვენს რეკომენდაციებში იყო ის, რომ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს და დაასახელოს თარიღი. უნდა გამოჩნდნენ კანდიდატები, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყოს და გააღრმავოს ინტერესი მოახლოებული არჩევნების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე იყოს ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, მნიშვნელოვანია, მოხდეს ამომრჩევლის წახალისება, რომ მიიღონ მონაწილეობა პროცესში და დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება კლებულობს, მას მაინც აქვს თავისი როლი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ეკლუნდმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი.