აქტუალური
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი მოდიოდა.
2011 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.2 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის იანვარში.