აქტუალური
მაიკ პომპეო: ბოლო წლებში ევროპული თავდაცვის ინიციატივაში 11 მილიარდზე მეტი ჩაიდო, რათა თავდაცვითი იარაღი ხელმისაწვდომი გამხდარიყო საქართველოსა და უკრაინისთვის

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სენატში განაცხადა, სადაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საკითხზე მოსმენა გაიმართა.

ჩვენ ვიცავთ აშშ-ის ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ინტერესებს სირიასა და უკრაინაში და მე რუსეთთან საუბრისას ნათლად მივანიშნე, რომ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. პრეზიდენტ ტრამპისთვის კარგადაა ცნობილი იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც რუსეთი აშშ-სა და მის პარტნიორებს და მოკავშირეებს უქმნის. ბოლო წლების განმავლობაში, 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნა ჩადებული ევროპული თავდაცვის ინიციატივაში, რომ თავდაცვითი იარაღი ხელმისაწვდომი გამხდარიყო უკრაინისა და საქართველოსთვისაც“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.