პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს - პრემიერი ბახტაძე

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის პირველ არხთან ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სწორი აქცენტები იმ გამოწვევებზე, რაც დღეს არის ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ ქართული ოცნების მმართველ პარტიად ყოფნისპერიოდში.

დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯები გადავდგით. ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე, როგორც სისტემური რისკი მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში. ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტები, რაც წარსულში ხდებოდა”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რეგიონული პოლიტიკის კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოტანა რეგიონული პოლიტიკის წარმართვის საკითხში მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ, სადაც რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად სოზარ სუბარი წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობა გამოცდილებამ წარმოაჩინა.
პრემიერის შეფასებით, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა რეგიონებსა და რეგიონულ მმართველობაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა გამოცდილებამ დაგვანახა. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს რეგიონებში და ზოგადად, რეგიონულ მმართველობაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინიციატივების უდიდესი ნაწილი სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენაა მიმართული. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისა და იმისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რათა გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი სუბარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, – განაცხადა ბახტაძემ.