საზოგადოება
უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა რელიგიურ ომს გამოიწვევს (ვიდეო)

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. „უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა ქვეყანაში რელიგიურ ომს გამოიწვევს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა (ვიდეო იხ. აქ)„ახლა კიევის ხელისუფლება ცდილობს ახალი საადგილმამულო ეკლესიის შექმნას და ამისთვის მსოფლიო პატრიარქის ნებართვას ითხოვს. მე ამ სიტუაციის სასტიკად წინააღმდეგი ვარ, ახალი საადგილმამულო ეკლესიის შექმნა ხომ რელიგიური ომის გაჩაღებას გამოიწვევს“, - აღნიშნა ზახარჩენკომ.

მისი თქმით, თუ ეს მოხდება, ასეთი სისხლისღვრა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კისერზე იქნება. „მინდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს ვთხოვო, არ დაუშვას სისხლისღვრა და რელიგიური ომების გაჩაღება, უფლება არ მისცეს უკრაინას და ამერიკელ დიპლომატებს, რელიგიურ საქმეებში ჩაერიონ“, - დასძინა ზახარჩენკომ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართვას კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსისადმი - უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის ნებართვის თხოვნით. უკრაინაში ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს, რომელიც წარმოადგენს თვითმმართველ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში. მაგრამ ასევე არსებობს მსოფლიო მართლმადიდებლობის მიერ არაღიარებული ორი სტრუქტურა - კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.