სამართალი
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისთვის 2015 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით 54 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის გამო, 2015 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით, სისხლის სამართლებრივი დევნა 54 პირის მიმართ დაიწყო. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეების მიმართ იწყება, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დევნა საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართაც დაიწყო.

2015-2017 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის 18 მოქალაქის, აზერბაიჯანის 6 მოქალაქის, სომხეთის 7 მოქალაქის, უკრაინის 3 მოქალაქის, თურქეთის 5 მოქალაქის, შვედეთის 2 მოქალაქის და თითო-თითო ესტონეთის, მოლდოვას, პაკისტანისა და უზბეკეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო.

2018
წელს იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი სისხლის სამართლებრივი დევნა თურქეთის 4 მოქალაქისა და 2-2 აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაიწყო.

ამასთან, როგორც შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სისხლის სამართლის კოდექსის 3222 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებში არ ფიქსირდება.