საზოგადოება
გარემოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

bazariგორის საკოლმეურნეო ბაზარში გარემოვაჭრეები მათთვის გამოყოფილი სავაჭრო ფართების გამო კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი უკმაყოფილება მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც აღნიშნული სავაჭრო მაგიდების დაკავებისთვის ბაზრის ადმინისტრაციამ მოსაკრებლის გადახდა მოსთხოვა. გარემოვაჭრეების განმარტებით, გურამიშვილის სკვერიდან ბაზრის ტერიტორიაზე გადმოსვლის დროს შესაბამისი უწყებებიდან მიიღეს დაპირება, რომ 2 თვის განმავლობაში ისინი მოსაკრებელს არ გადაიხდიდნენ, თუმცა დაპირება არ შესრულებულა. მათივე განმარტებით, იმის გამო, რომ ზოგიერთმა მოვაჭრემ თანხის გადახდა ვერ შეძლო, ე.წ. მეჩეკეებმა მათი სავაჭრო პროდუქცია დახლებიდან გადმოყარეს. როგორც ტელეკომპანია ,,თრიალეთი’’ იტყობინება, აღნიშნულს ბაზრის ადმინისტრაცია უარყოფს, თუმცა ოფიციალური კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.