საზოგადოება
სომხეთის ვიცე-პრემიერი: საქართველომ და სომხეთმა ტურისტებს ერთობლივი პაკეტები უნდა შევთავაზოთ

       საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის ვიცე-პრემიერის მგერ გრიგორიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტურიზმის სექტორში შესაძლებელია თანამშრომლობის გააქტიურება.

გრიგორიანის თქმით, ერთობლივი პაკეტები ტურისტებისთვის საინტერესო იქნება.

შეიძლება ითქვას, ყოველი მეორე ტურისტი, რომელიც ერევანს სტუმრობს, შემდეგ თბილისში მიდის, ან პირიქით. ჩვენ ამ პროცესს ვერ ვმართავთ. არის განვითარების პოტენციალი და ამის სტიმულირება უნდა მოხდეს. საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი ტურისტული პაკეტები საინტერესო იქნება“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გრიგორიანის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის აუცილებლად უნდა გაღრმავდეს ენერგეტიკული კავშირები, არსებობს პოტენციალი ვაჭრობის კუთხითაც.