საზოგადოება
თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია დღეს ისანში, მამულაშვილების ოჯახში იმყოფებოდა, სადაც კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის შესახებ ისაუბრეს.
"ეს ოჯახი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მძიმე გავლენა აქვს მოსახლეობაზე გადაწყვეტილებას ერთიანი ქვითრის შემოღების შესახებ. სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის საზღვრებისა და დარღვეული მთლიანობის გაერთიანება, აერთიანებს კომუნალური გადასახადების ქვითარს და ტოტალური ადმინისტრირებითა და სადამსჯელო მეთოდებით იღებს ფულს მოქალაქეების ჯიბიდან", – აცხადებს ზაზა გაბუნია.საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ 2010 წლის 13 დეკემბერს "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ ერთიანი ქვითრის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დააჩქაროს.