პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: ქაჯების ამოზესკნელება

     საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი.

„ზეიმი აქვს ქართველთა გადაგვარება- გადაჯიშებისათვის ჯოჯოხეთიდან საქართველოზე მისეულ ბელზებელის ნაცვალ- ჩმახს. დაბადების დღის აღნიშვნის საბაბით ქაჯები მოუწვევია, თვით ჯოჯოხეთის მამამთავარ ბელზებელიანად და ახლა კაცობრიობის უბედურებათა მყრალი ნარ- ეკლის კონა საქართველოს ცის თაღზე ნავარდობს.

- სად გვიპირებ შეკრებას?- ჰკითხა ბელზებელმა.

- სადაც თქვენ ისურვებთ, მე წინ ვეღარაფერი დამიდგება. ამიერიდან საქართველოში ეშმაკ- ქაჯებს თავშესაფრად ქვესკნელი აღარ სჭირდებათ, მთელი ზესკნელი ჩვენ სათარეშო არენად ვაქციეთ,- ამაყად განაცხადა ჩმახმა.

- ახლა სად ჩამოვსხდეთ?- ერთხმად აყაყანდნენ.

- ჩემს განკარგულებაშია ტელევიზიის ანძა, ვინც რამეს ამოიკნავლებს ჩვენს წინააღმდეგ, მაშინვე ჩავაწყვეტინებ ხმას.

- მოკლედ, როგორც მე მსურს, ისე ჭრიან და კერავენ. მაგრამ ჩვენი გამარჯვების სიმბოლო რუსთაველის ძეგლის პირდაპირ დიდი შენობის ცათამბრჯენის წვერია, რომელზეც წითელი ვარსკვლავი ენთო და ქაჯთა მოდგმას საფრთხობელად ჰქცეოდა. მოვსპეთ, ბოლო მოვუღეთ სიკეთის გამობრწყინების იმედს და ბოროტების ზეიმი დავამყარეთ.

- წამოდით, იმ მაღალ ადგილას ჩამოვსხდეთ და ჩმახის ბოროტი ბაქი- ბუქის მოსმენით ვისიამოვნოთ, რადგან ჩმახი ჩვენი გარყვნილთა, გათახსირებულთა ბოროტთა არამზადაა სათანადოდ უნდა დავაფასოთ მისი ესოდენი ქაჯური გაწამაწია,- ბრძანა ბელზებელმა და რუსთაველის ძეგლის პირდაპირ შენობის მწვერვალზე ქაჯური საზეიმო როკვა გაიმართა. აღფრთოვანებულმა ბელზებელმა ჩმახისთვის შექების მყრალ სიტყვათა ყულაბა არ დაზოგა. ჩმახი რომ უაღრესად ბოროტი, ვერაგი, მუხთალი, და ყოველგვარი ქაჯური უზნეობის მატარებელია არასოდეს ასე გლახდილად არ მითქვია, ახლა კი მის დაბადების დღეზე მინდა შევაქო ესოდენ გამაოგნებელი მიღწევებისათვის.

- როდის დაიბადა ჩმახი?- აყაყანდნენ

- მაგის დაბადების დღე არც მე მახსოვს, ის კი ვიცი, რომ კაცობრიობის წარმოშბის სათავეებიდან მოსდევს ქართველლ ერს და მის ადამიანურად ცხოვრებისათვის თავდადებულ შრომას ქაჯური ბოროტებით ისე წამლავს, რომ ეს სიყვარულის და ბედნიერებისათვის კეთილშობილურად მებრძოლი ერი ლამის ქაჯური ბოროტების, გარყვნილების და სიძულვილის გზაზე დააყენოს,- აღრფთოვანებულმა ქაჯებმა გამარჯვებულის ჰანგზე წაიჭყრიპინეს.

- გადახედეთ, აქედან მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანს, ადრე აქეთ გადმოხედვასაც ვერ ვბედავდი, ისე მძლავრ სიკეთის, ბედნიერების და ადამიანური სიყვარულის საშინელ სხივებს აფრქვევდა. ხლა ჩვენ ხელშია სიძულვილის და ქაჯური ბოროტების სიმბოლოდ ქცეული, შიშის ზარს ჰგვრის კეთილშობილების მატარებელთ: ჯერ სად არის, ადამიანურ სპეტაკ არსებობას უფრო დიდი დოზის ბოროტებით გავაბრუებთ და ადგილზე სვასტიკის კაცთმოძულების აღმართვით ვამცნობთ მსოფლიოს ბილწი და გარყვნილი ქაჯური ცხოვრების დამკვიდრებას,- ჩმახის ამ სიტყვებით აღრფთოვანებული ქაჯები კვლავ აჭყვლიპინდნენ და საზარელი ღრიანცელით შეაშფოთეს მუხთლობის ბანგით მიჩუმათებული ქართული გენის ვაჟკაცური, პატიოსანი, სამართლიანი და ადამიანური სპეტაკი სიყვარულით გასხივოსნებული ცხოვრებისადმი ერთგულება.

რაღაც მძლავრი, შეგუბებული ბოღის მსგავსი ყრუ გუგუნი გაისმა.

ქაჯები შეშფოთდნენ.

- დადექ, ჩმახო,“არც ისე საშიშა ეშმაკი, როგორც მას ხატავენ“, არ დაგავიწყდეს, ვინ თქვა ეს საბჭოთა კავშირის ყველაზე უმძიმეს არსებობისას! ჩვენ კი ეშმაკ- ქაჯთა კერპის- ჰიტლერის გამარჯვებას ნაადრევად ვზეიმობდით; ხომ არ დაგავიწყდა რით დამთავრდა ჩვენი მაშინდელი ამჩატება?! არც ეს გმინვის მსგავსი ყრუ გუგუნი მომწონს. ბოროტების და დაბეჩავის სამსალა არ დაზოგოთ მთელი ერის გასაბრუებლად კი არა, საბოოლოდ დასადუნებლად და ქაჯების სამსახურში ლუკმა ურის თუ სალაფავის მომლოდინე გოშიად გადასაქცევად! მისი საამაყო მამულიშვილები კი...

- სალაფავის მომლოდინე გოშიები არ გვაკლია. ამგვართა მომრავლებას ვუწყობთ ხელს მთავრობაში, პარლამენტში და ყველა ხელმძღვანელ თანამდეობაზე,- ჩმახმა ბელზებელს სიტყვა შეაწყვეტინა.

- ძალიან კარგი, მაგრამ იცოდეთ, რომ ქვეყნის და ერის ერთგულებს ლუკმა პურის მომლოდინე გოშიებად ვერ გადააქცევთ, მათ შიმშილით, დაპატიმრების თუ სიკვდილის შიშით ვერ გადაიბირებთ, ისინი ერის საამაყო და ჩვენი ვერაგობა ბოროტების დაუძინებელი მტრები არიან.

- მაშ, როგორ მოვიქცეთ, გარყვნილო და უვერაგესო მბრძანებელო?- ახმაურდა ხროვა.

- მოსპეთ, დაამშიეთ, დაჩაგრეთ, დააბეჩავეთ, ქვეყნიდან გააძევეთ და მათ ადგილზე უცხოელი ოხერი და მამაძაღლები დაასახლეთ; მოუსპეთ მამული და ყოველივე ეროვნულის სიყვარული შეუბღალეთ; ბილწი, უზნეო, გარყვნილი ლესბოსელების, მამათმავლების, ხურუშიანების ძალაუფლება დაამკვიდრეთ, რომ მათ სიმყრალეზე ყველა წმინდა და პატიოსანმა აქ ცხვირის შემოყოფა ვერ გაბედოს!- აჭყივლდა ბელზებელი და აჩხავლდა მთელი მათი შეყრილობა.

- ჩვენ ზუსტად შენი უწმინდურობის მითითებით ვმუშაობთ და ამიტომაც გვაქვს დიდი წარმატებები,- მოელაქუცა ჩმახი.

ამით ნასიამოვნები ბელზებელი თბილისის დათვალიერებას შეუდგა.

- კარგია,კარგი, კმაყოფილებით მოილოკა ტყლაპივით დაკიდებული ლაშები,- აღარსად ვარსკვლავი, აღარსად ნამგალი და ურო, აღარსად ფაშიზმზე გამარჯვებულთა სიმბოლიკა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის პერიოდი ისტორიას თეთრ ლაქად შემორჩეს,- სიამოვნებით გაიზმორა და დაუმატა,- საუკეთესო პირობებია შექმნილი, რომ ყველა მაღალ შენობაზე სვასტიკა დამაგრდეს; ჰიტლერის და ჩვენი ერთგული ქაჯიშვილებით მოიფინოს საქართველო.

- მაგაზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავბედე, სნამ საქართველოდან სამშობლოსათვის თავდადებულ ყველა მამულიშვილს არ გავაძევებთ, ან მოვსპობთ და მათ ხსენებას არ ამოვძირკვავთ,- იმედიანად განაცხადა ჩმახმა.

- კარგი, მაშინ მე შეგახსენებ:გერმანიასთან ომში, ადრე სამამულო ომს რომ უწოდებდნენ, დაღუპილთა ობელისკებს ჩვენმა ერთგულმა ნაციონალებმა რომ აუტეხეს ბჟარრაბჟრი სად იყვნენ მაშნ ის თავდადებული მამულიშვილები? რომელმა აიმაღლა ხმა?! ყალბი, სიცრუით გაჭყეპილი ოკუპაციის მუზეუმი რომ შეთითხნეთ, სად არიან ის შენი შემშნებელი მამულიშვილები?! ეტყობა, ბოროტების შხამით მაგრად მოწამლეთ და დადუმდნენ, დაბეჩავდნენ, თორე რომელი სიკეთის, სიყვარული ს და ბედნიერებისათვის თავდადებულად მებრძოლი ერი მოითმენდა ჩვენ სატანიშვილთა მიერ გორიდან სტალინის ძეგლის მოსპობას. ყველა ერს ეამაყება თავისი გამოჩენილი ადამიანი და დიდი პატივით ამკობენ მის სახელს, სასიკეთოდ იცხოვრა თუ ჩვენ ბოროტების საქმეს ემსახურა. სტალინის მსგავსი ადამიანური დიდების და ბედნიერი ცხოვრების გენიალური ხუროთმოძღვარი, ყოველგვარი სატანურის რისხვა, ბრძენი და უფლისმიერი გამჭრიახობით შემკული კაცობრიობას ჯერ არ ჰყოლია.

- ამიტომაც მიბარდა წარსულს. ჩვენ და ჩვენი სატანური ბოროტების მსახური ქაჯიშვილები ბლომად ნაგავს ვაყრით, რომ მისი ხსენებაც გაქრეს და იმ მძიმე ჩვენთვის საზარელ წარსულს ჩაბარდეს,- ბელზებელს ქადაგება შეაწყვეტინეს ამერიკის ახმახმა, ნატო- ს ჩახმახმა და ევროკავშირის ტყავჭრელმა ქაჯებმა.

- მე ეს ქადაგება იმისათვის წამოვიწყე, რომ გაგაფრთხილოთ, სტალინი, წარსული კი არა, მომავალია. ადამიანთა გამოთაყვანების, დაბუჟება დაბეჩავების სამსალა ძალიან დიდი დოზით და სისტემატიურად თუ არ ვიხმარეთ გონზე მოვლენ, სტალინური ბედნიერი ცხოვრების მშენებლობის საფუძვლების გაცნობით ფრთაშესხმულნი ყოველივე ეშმაკურ ქაჯურს ნაცარტუტად აქცევენ. იცოდეთ და ღრმათ ჩაიბეჭდეთ გონებაში, რომ სტალინიზმი სიკეთე და კაცობრიობის ათასობით წლების მანძილზე საოცნებო, თანასწორი ცხოვრების ბედნიერებაა, რის წინააღმდეგ გააფთრებით და ასე წარმატებულად ვიბრძვით. ახლა, როდესაც ჩვენი ქაჯური ბოროტების გამარჯვების ქონგურები ასე მკაფიოდ გამოჩნდა და ჩენ სამსახურში ჩამდგარ ადამიანთა მოდგმის ქაჯიშვილების აღზევებაა, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ერის სპეტაკი და შეუპოვარი მამულიშვილების გონება კაცობრიობისათვის საბედნიერო მებრძოლ და ყოველგვარი ბოროტების მოსასპობად სამართლიანობის ბასრ მახვილად შემართულ სტალინურ სიბრძნეს არ ეზიაროს, თორემ მაშინ ვერავითარი ეშმაკ- ქაჯური ყალთაბანდობა ვეღარ გვიშველლის. სიკეთითთ გასხივოსნებული კაცობრიობა ბოროტებას დაფშვნის და სამუდამოდ დავიწყების ნაგავში მოგვისრიალებს. მაშინ მშვიდობით ადამიანთა არსებობის სათავეებიდან ჩვენო დაუღალავო ყოვეგვარი ქაჯური ვერაგობის, მუხთლობის, უბედურებისათვის დანთხეულო ადამიანობის სიძულვილო. ვეღარაფერი გვიშველის, რამეთუ უფალმა კაცობრიობა სწორედ ბედნიერი ცხოვრებისათვის შექმნა, მაგრამ მსოფლიოში ბოროტება საბოლოოდ რომ დამკვიდრდება, უფალიც და სატანად ქცეული სამყაროს მბრძანებელიც მე ვიქნები; მაინ ვინმემ გაბედოს და აუგად ახსენოს ძალადობა, გარყვნილება და ყოველგვარი ეშმაკ- ქაჯური სიბილწე; მაგათ სამოთხესაც ჯოჯოხეთად ავაბოლებ და აღვირახსნილ გარყვნილებას დავამკვიდრებ!- იჭყივლა ბელზებელმა და ჭყვლიპინით აჰყვა აღფრთოვანებული ხროვა.

- სამმარადისო ქაჯური ძალადობით ტკბობა ჩვენ ბოროტ ,გარყბნილ, და უბინძურეს მბრძანებელს!- თბილისის ცის თაღზე ქაჯთა ღრიანცელმა დაამძიმა ისეგაც გაუსაძლისი ცხოვრებით სულის შემხუთავი ჰაერი. ქებით და ლაქუცით ნასიამოვნები ბელზებელი ქალაქის დათვალიერებით ერთერთობოდა.

- მტკვარს გაღმა თვალის მომჭრელად გასხივოსნებული ლამაზად მოწყობილი ეზო და უზარმაზარი ნაგებობა რას წარმოადგენს?- იკითხა.

- ეგ სამების მართლმადიდებლური ეკლესიაა, სადაც საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ზის,- განუმარტა ჩმახმა.

- ხომ არ შევიხედოთ?- იკითხეს ხროვიდან.

- არ გვინდა, მის სიახლოვეს ჩვენ ხსენებას აქრობენ. უზნეობას, გარყვნილებას, სქესობრივ სიბილწეს და აღვირახსნილობას ებეძვიან ეგ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მტრები; ოჯახის სიწმინდეს იცავენ , ბინძური ლესბოსელების და ხურუშიანების აღლუმი ვერ ჩაგვიტარებია მაგათი შიშით,- მოიჩივლა ჩმახმა. ეგღა შემოგვრჩა აქილევესის ქუსლად, მაგრამ ძალიან მალე მოვაშთობთ.

- ხომ არ მოვაწყობინოთ კათოლიკურ ეკლესიაში ჩათესილ ჩვენ ქაჯიშვილებს ჯვაროსნული ლაშქრობის მსგავსი, უფლის საფლავის დახსნის საბაბით მართლმადიხდებლური ეკლესიის ბურჯი კონსტანტინოპოლი მიწასთან რომ გაასწორეს,- ბელზებელმა ხროვას მიმართა.

- მოვსპოთ, გადავბუგოთ, მიწასთან გაბასწოროთ!- აჭყივლდა ხროვა.

- მაგ ეკლესიაში საკმაოდ გვყავს ჩათესილი ჩვენი ერთგული ქაჯიშვილები. ახლახან ამერიკაში მიიწვიეს და იქიდან ჩამოსულებმა ამერიკის ქების ისეთი ქარბუქი დააყენეს, თითქოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების მსოფლიოში დაკანონების სიბინძურის ბუდეში კი არა, ნეტარ ზნეობრივ- მორალურად სპეტაკ სალოცავში ყოფილიყვნენ. მოკლედ,უწმინდეს პატრიაქს მოვიცილებთ და მაგ ტაძარშიც ქაჯურ აღვირახსნილობას დავამკვიდრებთ!- ამაყად განაცხადა ჩმახმა.

- დავუჯეროთ ჩმახს, რადგან საქართველოში იმხელა წარმატებას მიაღწია, რომ ამოზესკნელებულ ქაჯებს ზესკნელის ყველაზე მაღალი ნაგებობის ქიმზე ვარსკვლავის ადგილზე ქაჯური ღრიანცელი გაგვიმართა; ამ დაპირებასაც შეასრულებს, დაასკვნა ბელზებელმა.

- მაინც როგორ მიაღწიე ამგვარი ადგილის ქაჯების საჯირითო არენად გადაქცევას?- იკითხეს ქაჯებმა.

- წარმატება გარანტირებული რომ გქონდეს, ჯერ ქაჯიშვილთა ხროვა უნდა ამრავლო. თუ კარგად გაწრთვნი, ქაჯურ გარყვნილებაში შეიძლება ქაჯებს გაასწრონ. ნაციონალები, მისგან გამოჩეკილი ასპიტი პარტიები, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები და ქაჯიშვილებად დასაგეშავი სასწავლებლები, ასე ხვავრიელად რომ აფინანსებენ ჩვენი ბოროტების და გარყვნილობის თანამოაზრე უცხოეთის ფულის ტომრები ისეთ დაბუმბლულ- დაუბუმბლავ ქაჯიშვილებს შემოასკუპებენ ხოლმე მაღალ პოსტებზე, შეიძლება თავის სახლს ვერ მიაგნოს, კაცი თუ არ გააყოლე.სამაგიეროდ მთელი დღე შეუძლიათ ევროატლანტიკურად იყბედონ ყველაფერზე და არაფერზე. რომ გადააყენებენ, ვერ გეტყვის, რას ხელმზღვანებლობდა. ასეთები ხალხის სახელით და გასაკვირი უზნეობით სპობენ

.ყოველივე სასიკეთოს. ამ ვარსკვლავის მოხსნაში კი განსაკუთრებით გამოიჩინა თავი პადოშამ.

- პადოშა რაღაა?- დაინტერესდნენ ქაჯები.

- პადოში საქონლის ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმლის ლანჩის მაგარი მასალაა. თუ ადამიანს გამოათაყვანებ და თავში ქაჯურ ბოროტებას ჩაუტენი, თან პადოშით მაგრად შეკრავ, შიგ ყოველივე ადამიანური ზნეკეთილობა ვეღარ შეაღწევს.ამგვარი პადოშის ქთავიანებით ჭარბად გვამარაგებს სოროსი და ევროამერიკული,ახალგაზრდობის გამოსათაყვანებელი სკოლა, ასე დაპროგრამებულები რომ უღრენენ ქვეყნის და ერის ყოველივე სასიკეთოს და წმინდას. მარტო მე ვერას გავხვდებოდი, თუ არა ამერიკის ახმახი, ნატო- ს ჩახმახი და ევროკავშირის ჭრელტყავა ქაჯი, ასე მორცხვად რომ იფარავს დიდი ბრიტანეთისგან გამოხეულ ადგილს, რათა შეკოწიწებული ტყავი არ ჩამოეშალოს და ტიტველი არ დარჩეს. ამჟამად საქართველოში ქაჯიშვილთა ესოდენი აღზევება რომ არის ახმახის დიდი დამსახურებაა. მთელ სახელისუფლო ორგანოებს ისე ათამაშებს,ცირკის მწრთვნელსაც გაუჭირდებოდა გოშიების ასეთი დაგეშვა. ყველანი კი ერთი მილიარდერის მიერ დაკრულ დუდუკზე როკავენ.

- მაგ მილიარდერმა დუდუკი სად იშოვნა, ან ვის ჰანგზე და საით უბერავს?- დაინტერესდნენ ქაჯები.

- როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ვერ მოხვდება სასუფეველში, მაგათ ბიბლიაში უწერიათ. მდიდრების მიზანი ბევრის მოხვეჭაა, იმას ემხრობიან, ვინც ამ საქმეში გამოადგებათ; ეს არის მათი სამშობლოც და ამქვეყნიურობის მიზანიც. მათ გაუმაძღრობას ხალხის ძარცვა, გამათხოვრება და მონობის უღელი სჭირდება. ახლა თქვენ განსაჯეთ, საით შეიძლება უბერავდეს მილიარდერის დუდუკი,- ბელზებელის ამ ღიმილით ნათქვამს ქაჯური მხიარული ღრიანცელი მოჰყვა.

- მაგ მილიარდერმა დუდუკი რუსეთში იშოვნა, შებერვით კი... რაც შეეხება აქლემის ნემსის ყუნწში გაძრომას, ადამიანურად შეუძლებელი რომ არის, ქაჯურად აქლემს კი არა, სპილოს გავაძვრენთ. ჩვენ რომ სერბიას დღე ვაყარეთ, მშვიდობიანი ხალხი დაბომბვებით გავჟუჟეთ, სერბია დავაქუცმაცეთ; ყველაფერი მის პრეზიდენტ- მილოშევიჩს დავაბრალეთ და ციხეში ამოვხადეთ სული, როგორია?- ჩახმახმა თავისი ქაჯური დამსახურება გაიხსენა.

- ერაყის განადგურების საბაბი ნაკლები გაძვრენა იყო ნემსის ყუნწში?- აჭყივლდა ამერიკის ახმახი ქაჯი.

- ახლახან ბრიტანეთის პრემიერმა- ტერეზა მეიმ განგაში რომ ატეხა, რუსეთმა ჩვენი აგენტი- სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლესო, ევროკავშირის ქვეყნებიც აყვნენ და რუსეთის საელჩოებიდან თანამშრომლები გამოყარეს; სკრიპალები კი ჯანმრთელები არიან, აქლემის კი არა, სპილოს გაძვრენა არ იყო ნემსის ყუნწში? რუსეთი სერბია, ერაყი, ან ლიბია რომ ყოფილიყო ხომ გავწეწავდით. ვუღრინეთ, საკბენათ კბილები ვაღღჭრიალეთ, მაგრამ... ჩმახმა ჩახმახს სათქმელი არ დაასრულებინა:- ჩვენც გავაძევეთ რუსეთის ერთადერთი წარმომადგენელი, იქ მცხოვრები ქართველები ყველაზე მეტ ფულს რომ უგზავნიან საქართველოში გაჭირვებულ ახლობლებს, ამის საშუალება უნდა მოვუსპოთ.

- თქვენ ვიღას დაკარგვიხართ?! თქვე ამერიკის სტრატეგიას ადევნებულო კუდქიცინა გოშიებო!- სიტყვის შეწყბეტით განაწყენებულმა ჩახმახმა ღვაეძლი ამოანთხია.

- ვის დაკარგვია კი არა, რუს ქაჯიშვილებს საშუალება მიეცათ სირია აეძულებინათ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეცნო. საქართველოს ქაჯიშვილთა კიდევ ერთი ასეთი დახმარება და ქართველებს იქიდან სულ გამოყრიან,- ამაყად თქვა რუსეთის ფახმახმა.

- გამოყარონ, გამოყარონ რუსეთთან მეგობრობის, საქართველოს ერთიანობის და ნორმალური ცხოვრების აღდგენის იმედიც ქარს გაყვება; მაშინ ნახავთ, როგორი ქაჯური ბოროტების ქარბუქს დავატრიალებთ!- დაიტრაბახა ჩმახმა.

- ახლა ბოროტების ქარბუქის დატრიალებაში რა გიშლით ხელს?- ირონიულად იკითხეს ქაჯებმა.

- ქარბუქი ყოველთვის ერთნაირი ძალის არ არი. ძლიერი ქაჯური ქარბუქი რომ ააყეფო, ჯერ ყოველივე ადამიანურს ბოროტებით ისე უნდა შეუბერო, რომ მისი ქროლვა სიკეთის სუნთქვა ეგონოთ.ამგვარ საქმეში ჩვენებურად ნაგეში და გამოცდილი შევარდნაძე გავაძვრინეთ პრეზიდენტად, ადრე სოციალიზმის და რუსეთთან მეგობრობის ერთგულებას რომ ქადაგებდა, სოციალური კეთილდღეობის ყველა სიკეთეს და რუსეთთან მეგობრობას გამოაჭამა ჯიგარი.

- ახლა სად არი?- იკითხეს ახალგაზრდა ქაჯებმა.

- რამდენი ხანია კარანტინში ჰყავთ. სამოთხის ანგელოზების მოქრთამვა უცდია,- ამ პასუხს ქაჯების მხიარული ღღიანცელი მოჰყვა:- მაგას ბრეჟნევის დროინდელი პოლიტბიურო ხომ არ ჰგონია, ბარემ სამოთხის გმირის მედალიც გააჩალიჩოს. ნეტა რას ეწვალება, ჩვენთან საპატიო ადგილზე მოვაწყობთ,- გადაწყვიტეს.

- ჩმახო, შენი ბოროტებით შებერვის სიკეთედ სუნთქვად მოჩვენებაზე ილაპარაკე,- სთხოვეს ქაჯებმა.

- ამ საკითხში მე და რუსეთის ფახფახს დიდი გამოცდილება გვაქვს.სტალინის სიკვდილის შემდეგ, იმპერიალიზმის ყველაზე საშიში და დაუძინებელი მტერი- ბერია დაქირავებულ ეგოისტ, ყეყეჩ, უნიჭო კარიერისტ, ბედოვლათ მაშინდელ კომუნისტებს , თავქარიანი ხრუშჩოვის თამადობით იმპერიალიზმის დაქირავებულ აგენტად გამოვაცხადებინეთ და ვერაგული ღალატით მოვასპობინეთ ადამიანი, რომელსაც რუსეთისათვის ატომის ბომბი დროულად რომ არ შეექმნა, ამერიკელი ქაჯიშვილები მსოფლიოს ატომური დაბომბვით გადაბუგავდნენ და ჩვენც კაცობრიობაზე გამარჯვებას ვიზეიმებდით. ხომ იყო ეს ჩვენებურად აქლემის ნემსის ყუნწში გაძრომა? ამ გადატრიალების შემდეგ მე და ფახფახმა ფრთები გავშალეთ და ყეყეჩ პოლიტბიუროს წევრებს ქაჯური შებერვით ვანგრევინეთ სოციალიზმი სტალინის დაგმობის და ბერიას ხსენების ამოგდების ფონზე; შედეგად რაც მოხდა ყველამ იცით.

საქართველოს და მთლიანად ქართველი ერის ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა რუსეთთან მეგობრობაზე გადის, ამიტომ ქართველების დასაღუპად რუსეთის გინებით შევუბერე. ჩვენთან ჭკუაგამრუდებული საცოდავები ძირს იმპერიის ძახილით დარბოდნენ და ყოველივე სასიკეთოს სპობდნენ რუსულის ბრალდებით. შედეგათ მძლავრი და აყვავებული საქართველო გააღატაკეს და ევროატლანტიკური კარის მათხოვრად აქციეს. ახლა დემოკრატიის სახელით ევროამერიკული რეკომენდაციებით შეუდგნენ ყოველივე ეროვნული სიამაყის ამოძირკვას.ხელაღებით გაყიდეს წინაპართა სისხლით გაპოხილი მიწები; უცხოელებზე მოქალაქეობას ხომ ფლავივით არიგებენ და ქართველების საქართველოდან გადახვეწისთვის ენერგიულად ირჯებიან. ყოველივე სქესობრივ სიბილწეს,გარყვნილობას, სექსუალურ აღვირახსნილობას ჩემი დემოკრატიული შებერვით ანებივრებენ. ჩვენი სიამაყე პრეზიდენტიც მდიდარი სექსით ისე ტრაბახობს, სუტენიერების უშტაბაში გეგონებათ.ჭეშმარიტი მწერლობის მოსაშთობად ვიბრძვით და მყრალ, გარყვნილ, ზნედაცემულ, სქესობრივად ბილწ ქაჯიშვილებს ყოველგვარი სიკეთით ვანებივრებთ. თანამდებობებზე ამერიკის ელჩის, უფრო სწორად მეფისნაცვლის სურვილით ინიშნებიან ქაჯიშვილი სოროსიუგენდები. ჩემი დამოუკიდებლობაზე შებერვით ღრმად შევატოპინე ევროატლანტიკურ მონობაში. ახლახან მსოფლიოში უპრეცედენტო კანონის მიღება დემოკრატიის სახელით შევატანინე, პარლამენყში რამდენი კაცი, იმდენი ქალი უნდა ყოფილიყო დეპუტატი.

- მაგას კანონი რად უნდა,- აყაყანდნენ ქაჯები,- . ერთმანეთზე ერთნაირსქესიანად

იქორწილონ და დედალ- მამლის გარჩევა საჭირო აღარ გახდება. ამით ამერიკის ელჩს გულსაც მოუგებენ და პირადი ინიციატივით ეცდებიან ქართველთა გარყვნას. პარლამენტსაც ისე გემრიელად აამყრალებენ, შიგ პატიოსნება ცხვირს არ შეყოფს,- გამხიარულდნენ ქაჯები.

- მთავარია, რომ ყველამ უნდა იძახოს, ევროპელები არიან, ევროკავშირი და ნატო ბედნიერების გასაღებია. ბოლო პრემიერმა ერთ ჩვენ ქაჯიშვილს პარლამენტში კარგა ძარღვიანად აგინა, ეს ჩაყლაპეს, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებაზე სიტყვა რომ წამოსცდა, აღარ აპატიეს. ყოველი ახალი მაგრად დაჭერილი რობოტის ქანჩებით მოდის, რათა ქაჯურ გაუკუღმართებულ ჯაყჯაყში არ დაეშვას და რამე სასიკეთო არ წამოსცდეს.

- რუსეთთან საქართველოს საუბრის აღდგენა არაფრით არ შეიძლება!- აჭყივლდა რქამოტეხილი ფახფახი.- ახლა უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, სტალინი რომ არ ყოფილიყო, ჰიტლერი სამ თვეში რუსეთს საქაჯეთად აქცევდა. სტალინის მიერ გამარჯვებული, გაბრწყინებული, მსოფლიოში უძლიერეს ხალხთა მეგობრობის და ბედნიერების სხივნათელ ბასტიონად ქცეული, მისი სიკვდილის შემდეგ, რუსმა ქაჯიშვილებმა დააკნინეს და კინაღამ მოსპეს. ამის შემდეგ რუსეთის გონიერ ერისკაცებს განა სტალინი და ქართველ ხალხთან მეგობრობა არ მოენატრებათ?!

- აპა, პა,პა რუსეთთან მეგობრობა არ გამაგონოთ! ეს ხომ საქართველოს გამთლიანება, ძველებურად გამძლავრება, გაბრწყინება იქნება!- აჭყივლდა ჩმახი.

- ამას არაფრით არ დავუშვებთ. საქართველოში ჩვენს მიერ დაგეშილ ქაჯიშვილთა ხელშია ძალაცა და უფლებაც, ასე ერთგულად რომ ასრულებენ რეკომენდაციებად წოდებულ ჩვენ ბრძანებებს. ამერიკის სტრატეგიის გოშიების გონებაშერყვნილ ქაჯიშვილთა აწკმუტუნებული კადრების სიმცირეს არ განვიცდით; ამგვართა ხროვა რიგში დგა ქართველი ხალხის სასიკეთოდ გაფაჩუნება რომ არ დაუშვან, - ახმახი,ჩახმახი და ევროკავშირის ტყავშელახული ქაჯები ერთობლივად აჭყივლდნენ.

- ქართველი ადამიანობისგან გაძარცულ საქართველოში დასახლებულ უცხოელებს შორის ხელის ფათურით უნდა დადიოდეს, რომ მეორე ქართველი ვერ იპოვნოს, რათა ერის, მამულის, სარწმუნოების და ყოველივე ქართული

მორალურ- ზნეობრივი სიწმინდის ყველა არტერია ჩაეკეტოს. საქართველოში საბოლოოდ უნდა დამკვიდრდეს ბოროტების, ვერაგობის, უზნეობის, სქესობრივი სიბილწის და აღვირახსნილი გარყვნილების ჯოჯოხეთური პარპაში!- ჩმახის ჭყივილმა მიძინებულ ერისკაცობის სმენამდეც მიაღწია.

- კარგა ვისიამოვნეთ ჩმახთან შეკრებით, დაბადების დღე როდის აქვს მაინც რომ ვერ გავიგეთ,- ქაჯური ღრეჭაღიმილით თქვა ბელზებელმა.

- მე მაშინ ვიბადები, როცა ბოროტება იმარჯვებს. პირველად სადაც დავიბადე, მაშინ ჯოჯოხეთი თუ არ იყო, შემდგომში ნამდვილად ჯოჯოხეთად იქცეოდა!- ჩმახის ამაყად აჭყივლებას ქაჯების აღფრთოვანებული ღრიანცელი მოჰყვა...“.

15 ივლისი 2018 წელი