სამართალი
თეთნულდზე მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს (ვიდეო)

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. თეთნულდზე სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო ჯერჯერობით ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.

უწყების ცნობით, ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.