უცხოეთი
საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.
„დიახ, რადგან ის პასუხისმგებელია ქვეყანაზე ისევე, როგორც მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფინეთში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მკაცრად აკრიტიკებენ.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ფაქტის უარყოფაში ძლიერი იყო.
1tv.ge