პოლიტიკა
სააკაშვილმა საკუთარი თავის პიარი ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენა

nogaideliპარტიის "სამართლიანი საქართველო" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და პარტის წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, პეტრე მამრაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან გამიჯვნაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი პატივმოყვარეობა და განუწყვეტელი პიარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენა.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საჭიროა დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან. საჭიროა მათი ნდობის, მეგობრობისა და სიყვარულის მოპოვება. ასეთი დიალოგი კი შეუძლებელია რუსეთთან სამთავრობო დონეზე მოლაპარაკებებისდა ურთიერთობის აღდგენის გარეშე. ამის გარეშე შეუძლებელია, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაც მეზობელ ქვეყანასთან, რაც არა მარტო გადაარჩენდა საქართველოს სოფლის მეურნეობასდა წარმოებას, არამედ ხელს შეუწყობდა ვითარების ნორმალიზებას", - აღნიშნეს მათ.

ზურაბ ნოღაიდელის მტკიცებით, დღეს ნამდვილად არის შანსი, რომ საქართველომ მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და დევნილები დაბრუნდნენ კოდორსა და ახალგორში. მისი განმარტებით, ამის გაკეთება სავსებით რეალური იქნებოდა ხელისუფლების ნორმალური, ადეკვატური, მიზანდასახული და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში.