რელიგია
ილია II ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე წერილს ავრცელებს

     საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, რომელშიც სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტაში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 4 დამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზას და ბესარიონის(ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმ ქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისსათნო საქმეებით შევეწიოთ”, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში.

შეგახსენებთ, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 დაშავდა.