პოლიტიკა
პრეზიდენტი იტყუება, მას არ შეურჩევია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი! - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოს.

თორნიკე რიჟვაძე აღნიშნულ თანამდებობაზექართული ოცნებისკანდიდატია. ოპოზიცია კი, ერთიან კანდიდატზე შეთანხმდა და არმაზ ახვლედიანი წარადგინა. პრეზიდენტმა არჩევანი ამ ორ კანდიდატს შორის გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა გასული კვირის ბოლოს აჭარაში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებიც გამართა.

გავიაზრეთ ორივე კანდიდატურისა და მათი წარმდგენი ძალების პოზიცია. თორნიკე რიჟვაძის წარდგენას აქვს თავისი ლოგიკა, რადგან მისი წარმომდგენი არის პარტია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას ფლობს, მე ავარჩიე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არასწორია და მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელი.

როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი მან შეარჩია, ის ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არასწორია. მარტივი დემოკრატიული პრინციპებია გასათვალისწინებელიროდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-თაა წარმოდგენილი წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, მარტივად პრეზიდენტს ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი, უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც, მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან არასწორია.

პრეზიდენტმა კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მან კომენტარებიც კონსტიტუციის შესაბამისად გააკეთოს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არასწორია, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში იტყუება. მას არავინ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება მარტივად აისახა გადაწყვეტილებაში, რომელიც მარგველაშვილს ფორმალურად უნდა მიეღო, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პატივი უნდა სცეს ინსტიტუტებს და მოსახლეობის ნებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა თავის თავზე დაიბრალა.

არასწორი სიტყვაა გამოყენებული. ამ მარტივი მანიპულირებით პრეზიდენტი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მას არავის შერჩევის უფლება და საშუალება არ ჰქონდა, კანდიდატი უნდა წარმოედგინა, რომელიც დასახელებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3-ის მიერ. პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს ინსტიტუტებს, მათ შორის, ინსტიტუტს, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ჰქვია. ამ შემთხვევაში, მან ეს უპატივცემულობა გამოავლინა. აჭარის მოსახლეობის ნებას პატივი არ სცა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა თავის თავზე დაიბრალა. ეს ტყუილია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი საკუთარ საზოგადოებას ასე ექცევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.